Thursday, December 24, 2009

ადრეული ქორწინება

პროექტის სახელი: ადრეული ქორწინება

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა განსაზღვრონ თუ რა შედეგის მოტანა შეუძლია მათთვის ადრეულ ქორწინებას.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით,როგორც ინტერნეტის, ასევე მათ მიერ ჩატარებულ გამოკითხვებზე დაყრდნობით. ისინი ჩაიწერენ ინტერვიუს იმ პირებთან, რომლებიც უკვე იმყოფებიან ადრეულ ქორწინებაში, თანხმობის შემთხვევაში ამ ყველაფერს ასახავენ ვიდეო კამერის მეშვეობით. შემდეგ მოხდება ფირის ჩვენება და დებატის ფორმატით წარმართვა ,დისკუსია.

მონაწილეთა ასაკი: 15–17 წ.

ვადები/ ხანგრძლივობა: ერთი თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოპოვებული ინფორმაციის სტატისტიკური დამუშავება. ამ თემასთან დაკავშირებით მოწვეული იქნება დაინტერესებული სკოლები,კომპეტენტური პირები (რამდენიმე იურისტი), მომდევნო დღეს გაიმართება კონფერენცია რეგიონში მდებარე უნივერსიტეტში, მონაწილეობას მიიღებს სკოლის მე–9 და მე–12 კლასის მოსწავლეები,თვითმართველობის წევრები.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაანალიზებენ თანამედროვე საზოგადოების მნიშვნელოვან საკითხებს ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით.

სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები მსჯელობისა და გაანალიზების შემდეგ დაფიქრდებიან , ღირს თუ არა ადრეულ ასაკში ქორწინება, რა შედეგებს მოუტანს მათ ეს ქმედება. გაიზრდება მოსწავლეთა დაინტერესება საგნის მიმართ.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/ ეროვნულ გეგმასთან კავშირი: მოქალაქეობა – მოსწავლეები აფასებენ ადამიანისა და საზოგადოების როლს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოსა და სხვა ქვეყნების მაგალითზე გაანალიზება და დისკუსიის გამართვა.განიხილავს ამ ქვეყნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

მათემატიკა: მოსწავლეები გამოიყენებენ ცოდნას დიაგრამების აგებისას.

პროექტის ფასილიტატორი: ნათია კალანდაძე

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: kalandadzenatia@gmail.com